განცხადება · 175 ნახვა
„პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს. გასაოცარია, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა თავად პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ“
პოლონელი ექსპერტი მარჩინ როსოლოვსკი „ქრონიკასთან“ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობა ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს და არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს შიდა პროცესები დემოკრატიული სტანდარტების ჭრილში შეაფასოს.
ექსპერტი პოლონეთის მთავრობას საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის ძალისმიერი გზით დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, პოლიციის შესაძლო მობილიზაცია კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფრთხეს ქმნის. როსოლოვსკიმ „ქრონიკას“ ასევე უჩვენა დირექტივა, რომლითაც პოლიცია მოქმედებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მთავრობამ ისარგებლა იმით, რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ და პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ძალისმიერი გზით გადაყენება გადაწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ ახლად არჩეული მოსამართლეებისგან განსხვავებით, ისინი მოქმედ მთავრობას არ ექვემდებარებიან. პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა, რომ ამას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვებოდა, რომლებშიც პოლიტიკოსებიც ჩაერთვებოდნენ. აფრიკიდან პოლონეთში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ღამით საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა. პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მთავრობის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა. მთავრობა ასევე გააკრიტიკეს იმ ექსპერტებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული ქმედებების გამო წინა მემარჯვენე მთავრობას აკრიტიკებდნენ.
მედიაში გავრცელდა პოლიციისთვის გაცემული კონფიდენციალური დირექტივა მომავალი კვირისთვის სრული მობილიზაციის შესახებ. ასევე, ცნობილი გახდა ავტომატური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისთვის ემზადება, რაც შესაძლოა, მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს. პარადოქსულია, რომ მთავრობა, რომელიც თავად აყენებს ეჭვქვეშ კანონის უზენაესობას, მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს, რათა შეინარჩუნოს კონტროლი საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და ეროვნულ ბანკზე მაშინაც კი, თუ არჩევნებში დამარცხდება.
პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს. გასაოცარია, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა თავად პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ”, - განაცხადა მარჩინ როსოლოვსკიმ.
პოლიტიკა
01 ნოემბერი 2026, 13:16
ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
01 ნოემბერი 2026, 00:41
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
01 ნოემბერი 2026, 00:30
გიორგი გამსახურდია: ორი წელი გავიდა იმის მერე, რაც ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენ ქვეყანას აგენტურამ და მათთან ასოცირებულმა ძალებმა და ცალკეულმა ინდივიდებმა. ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა, ხალხმა, ძალოვანმა უწყებებმა და რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, ქვეყანა გადაარჩინა დაღუპვას და ალბათ გეოგრაფიული არსებობის შეწყევეტას
31 ოქტომბერი 2026, 22:22
ირაკლი კირცხალია: საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ
31 ოქტომბერი 2026, 22:11
ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევა უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ახალი ამბები
პოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალიმსოფლიო
თავდაცვაჯანდაცვასპორტიკულტურატაბლოიდი
გადაცემები
ქრონიკადღის ქრონიკაიმედის კვირაიმედი LIVEღია ეთერი - დებატები
EURO ანატომიამიმღერეიმედის დილაიმედის დღეHIT შოუ
დამოკიდებულიღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთადსიცრუის დეტექტორიშაბათ-კვირის დილაჩვენი ოჯახი
სტუმრად შუა ქალაქშიპრაიმშოუჩემი საქართველო
ჩვენს შესახებკონფიდენციალურობის პოლიტიკაგანცხადებებიჟურნალისტებიკონტაქტი
ყველა უფლება დაცულია © Teleimedi Ltd
მარჩინ როსოლოვსკი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მარჩინ როსოლოვსკი„სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე“
- მარჩინ როსოლოვსკი„არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ“
- მარჩინ როსოლოვსკი„პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი ემოციებიდან, სხვისი გათვლებიდან თუ სხვისი კომპლექსებიდან. სახელმწიფო, რომელიც თავად ამბობს უარს საკუთარ პოლიტიკაზე, ადრე თუ გვიან იწყებს სხვების პოლიტიკის განხორციელებას“
- მარჩინ როსოლოვსკი„თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს – ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება“
