პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არავინ საუბრობს აშშ-თან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულ იქნა ის საშუალება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული მასების მართვის ერთ-ერთ საშუალებად, მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტულ თუთიყუშამდე არის დასული

არავინ   საუბრობს აშშ-თან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულ იქნა ის საშუალება, რომელიც კანონით, საერთაშორისო პრაქტიკით არის გათვალისწინებული, ქიმიური ნივთიერება გამოყენებული  მასების მართვის ერთ-ერთ საშუალებად, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით არავინ საუბრობს, მხოლოდ საქართველოში დავიდა საკითხი გაპუტულ თუთიყუშამდე. 

„იქ არავინ არ საუბრობს ადამიანების მოწამვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტულ თუთიყუშამდე და პატრონზე გაბრაზებულ ძაღლამდე არის დასული. ახლაც სავარაუდოდ ამ თუთიყუშზე და ძაღლზე მოუყვებიან სხვადასხვა უცხოურ ტელევიზიას, თუ უცხოელ აქტორს საქართველოში მოქმედი აგენტურის წარმომადგენლები.“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა