Uncategorized

პიტ ჰეგსეტი მადუროს დაკავებაზე: დედამიწის ზურგზე ვერცერთ სხვა სამხედრო ძალას ამის გაკეთება არ შეეძლო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების გარდა დედამიწის ზურგზე სხვა ვერცერთ სამხედრო ძალას ასეთი ოპერაციის ჩატარება არ შეეძლო.

„მთელმა მსოფლიომ ნახა სულ რაღაც ერთი კვირის, ან მეტი ხნის წინ, როცა ჩვენმა არაჩვეულებრივმა სამხედროებმა ყველა დონეზე ბრალდებული, ვენესუელის ნომინალური ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს ყველაზე დაცულ სახლში, ყველაზე დაცულ ადგილას, დედაქალაქის შუაგულში, შუაღამისას ისე, რომ არავინ იცოდა მათი იქ ყოფნის შესახებ უკანასკნელ სამ წუთამდე. მათ ის შეიპყრეს და 24 საათში ჩამოიყვანეს ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე წარსადგენად. მინდა გითხრათ, რომ დედამიწის ზურგზე ვერცერთ სხვა სამხედრო ძალას ამის გაკეთება არ შეეძლო“, – თქვა ჰეგსეტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა