ყოფილი პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მეგი გოცირიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ურჩევს, ღვთის რისხვას დაელოდოს.
„მეოთხედი საუკუნეა, რაც მიშას თანამებრძოლი ვარ , ზეპირად მახსოვს ყველა და ყველაფერი, რაც ამ დროის მანძილზე მომხდარა აქაც, უკრაინაშიც და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვისაც მიშასთან უნებურად შეშლია ან შეგნებულად, მიზანმიმართულად დაუზიანებია ჭორების გავრცელებითა თუ ნებისმიერი ფორმით, სულ სამ- ოთხს არ უგია ღმერთის წინაშე ჯერ-ჯერობით პასუხი , რაც შესაძლოა ფართო აუდიტორიისთვის არ გამხდარა ცნობილი, მაგრამ ჩემთვის, ცნობილია…
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მათ შორის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ვურჩევ ეს პოსტი შეინახოს და დაელოდოს ღვთის რისხვას, ბუმერანგს დაელოდოს კოსმოსიდან , არ არსებობს გეგმა, რომელსაც დაისახავს და არ ჩაეშლება, არ არსებობს სირცხვილი, რომელსაც არ “შეჭამს”, არ არსებობს იმედგაცრუება, რომელსაც არ შეასკდება, ცოდვა, რომელსაც არ ამოუყრის ღმერთი და სააშკარაოზე არ გამოუტანს, არ არსებობს, აქ რეჟიმი შეიცვალოს და ეგ პრეზიდენტი გახდეს კიდევ ერთხელ….
შეინახეთ ეს პოსტი და შემახსენეთ სულ რამდენიმე თვეში, როცა მიშა გარეთ იქნება. და კიდევ ერთი-თუ ვამბობთ, არც აშშ და არც ევროკავშირი არ აინტერესებს ივანიშვილს, რადგან კრემლის დირექტივასა თუ ინსტრუქციას მიჰყვებაო, მაშინ ზურაბიშვილი ვის ინსტრუქციას მიჰყვებოდა, როცა ცალკე აშშ და ცალკე ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვდა ხელი მოეწერა მიშას გათავისუფლებაზე, როცა ევროპარლამენტარები მიშას გამოსახულებიანი მაისურებით, ქართულად სკანდირებდნენ:”თავისუფლება მიშას”-ო , მისი პლაკატებით ხელში, ფოტოებს იღებდნენ ევროპარლამენტის ფოიეში, როცა ცარიელი სკამის საზურგესა და მაგიდას აწერდნენ -მიხეილ სააკაშვილს? ვის დირექტივას მიჰყვებოდა, როცა ზელენსკის უარს ეუბნებოდა პუტინის ტყვეს გაშვებაზე, რომელიც უკრაინას სჭირდებოდა სასიცოცხლოდ?!
ჰოდა, დაელოდე მადამ კარტოშკა, დაელოდე ღმერთის სამართალს, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოგიტანს განაჩენს და აი, რაც შეეხება მიშას, მიშა გამარჯვებისთვის არის დაბადებული, ახლაც გამარჯვებულია, ახლაც მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და ის , რომ აქ არ ჩამოსულიყო, ევროპარლამენტი არც რეზოლუციას მიიღებდა დეოლიგარქიზაციაზე და არც აქ ჩამოვიდოდა ვინმე, არც ათობით დამატებით რეზოლუციას მიიღებდა და, შესაძლოა, ეღიარებინათ კიდეც რეჟიმი …. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ერთს დავწერ: “არა და არასდროს” გაღიარებს ისტორია , შენ ვერ გახდები ხალხის რჩეული, რეზიდენტი, ვერასოდეს გახდება პრეზიდენტი!“,-წერს მეგი გოცირიძე.
დ ა ე ლ ო დ ე ! ! !











