ევროკავშირის საელჩომ საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოყენებულია კადრები წარსულში გამართული ძალადობრივი აქციებიდან. აღნიშნულ ფაქტს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი მიდგომა საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და აღნიშნავს, რომ მათთვის ქართული საზოგადოება, როგორც ჩანს, მხოლოდ რუსთაველზე გამოყრილი ჯოგია, და ეს ბანერიც სწორედ მათთვის არის გაკეთებული.
„თუ მათ ჰგონიათ, რომ ამით ქართველებს ევროკავშირს შეაყვარებენ, ცდებიან. სრულიად უკუეფექტს მიიღებენ. აშკარად ძალიან ცუდად იცნობენ ჩვენს სინამდვილეს და ჩვენს საზოგადოებას. თუმცა, მათთვის ქართული საზოგადოება ხომ მხოლოდ რუსთაველზე გამოყრილი ჯოგია და ეს ბანერიც ეტყობა მათთვის დამზადდა.“ – წერს ანჯაფარიძე.











