პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: რატომ დუმან დღეს ის ადამიანები, ვინც აშშ-ს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევენდა საქართველოსთვის. ამერიკული დემოკრატიის თავსმოხვევას ცდილობენ- ესაა დემოკრატია, რომელიც მოგწონთ?! 

ამბობენ, რომ ევროპა აღარ არის დემოკრატიული და ეს იმ ფონზე, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მოქმედებს დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ვენესუელაა – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის თქმით,  აშშ უკვე ნარკოტიკების თემას, მოტივადაც აღარ იყენებს და პირდაპირ მიუთითებს, რომ ვენესუელაში ნავთობი სჭირდება.

“დღეს აშშ ნარკოტიკების თემას, როგორც ე.წ. მოტივს, აღარც კი ახსენებს, პირდაპირ ამბობენ – ვენესუელის ნავთობი გვჭირდება და პროცესებიც თავად უნდა ვმართოთო – ხომ ვიცით, რომ ვენესუელაში ოპოზიცია კი არა, ფორმალურად, არსებული ხელისუფლება დატოვეს მართვის სადავეებთან და ისიც მუქარის ქვეშ ჰყავთ.პარალელურად, იმასაც არ მალავენ, რომ ვენესუელას თავად მართავენ, ანუ არათუ არ ერიდებიან ძალის დემონსტრირებას, პირიქით, ამის დეკლარირებას ახდენენ. 

საინტერესოა რატომ დუმან დღეს ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატების დემოკრატიის შუქურად მიიჩნევენ და საქართველოსთვის ამერიკული დემოკრატიის თავსმოხვევას ცდილობენ. ესაა დემოკრატია, რომელიც მოგწონთ?! ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ნუთუ არც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების „მეგობრობა“ და ამ „მეგობრობის“ შედეგები გამოდგება თქვენთვის თვალის ასახელ მაგალითად?! 

რეალობა ხომ უკვე ყველასთვის ცხადია, ხომ ყველა ხედავთ, რომ დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ მიერ იმართება და თავად „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი, უკვე გადამწყვეტ ფაზაშია და მას მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოჰყვება?!

რა თქმა უნდა, ეს კითხვაც რიტორიკულია…” – წერს შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა