პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლნადიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი

პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი უკვე მიხვდებოდა, რომ ეს მიზეზი ნაპოვნია და ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს, ყბადაღებულ თემად გრენლანდია იქცა, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

მისი განცხადებით, „დიფ სთეითის“ მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლნადიის მოთხოვნა მხოლოდ ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბია. 

“ზოგადად, სხვა ვითარებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის გადაცემაზე რომ არავინ ეტყოდა უარს, ამაში ალბათ არავის ეპარება ეჭვი. ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, თავად დანია იქნებოდა პირველი, ვინც თვალისმომჭრელად, დემოკრატიული პროცესების მანტიაში „შეფუთულ“ ამ გადაწყვეტილებას და გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატების ბალანსზე გადასვლას დაუჭერდა მხარს, თუმცა „დიფ სთეითის“ მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლნადიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი.” – ვკითხულობთ ფილოსოფოსის მიერ გავრცელებულწერილში.

მისივე თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, თუ როგორ მოქმედებს ამ და არაერთი სხვა კუთხით „დემოკრატიის შუქურად“ და მონათლული აშშ, რომელიც უხეში ძალის პოლიტიკას იყენებს.

“ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, თუ როგორ მოქმედებს ამ და არაერთი სხვა კუთხით „დემოკრატიის შუქურად“ და მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებლად მონათლული ამერიკის შეერთებული შტატები დღეს. ვხედავთ, რომ ისინი იყენებენ უხეში ძალის პოლიტიკას – არანაირი დიპლომატია, არანაირი შემოვლითი გზების ძიება, არანაირი ისტორიული პრეტენზია, მხოლოდ და მხოლოდ ხისტი ძალა – ან დაგვითმობთ გრენლანდიას, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, ან დამატებით ტარიფებს დავუწესებთ ევროპას! ასე ჟღერს „დიფ სთეითის“ მოთხოვნა დღეს.

აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ აცხადებს დონალდ ტრამპი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ არ „ივაჟკაცა“, გრენლანდიას რუსეთი, ან ჩინეთი დაიკავებს, მაშინ, როდესაც არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ჩინეთი, ან რუსეთი გრენლანდიის მიტაცებას გეგმავდეს?! თავად როგორ ფიქრობთ, ესაა დემოკრატია?! 

არადა, ხომ ვიცით, რომ დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ევროპას სწორედ დემოკრატიის გამო „სთხოვს პასუხს“?” – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.