დავოსში, წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, სექსმუშაკებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, მათ შორის, ერთმა კლიენტმა, სავარაუდოდ, ოთხი დღის განმავლობაში ხუთ ქალთან ერთად ყოფნაში შთამბეჭდავი – 114,000 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ New York Post-ი, შვეიცარიულ გამოცემა „20 Minutes“-ზე დაყრდნობით წერს.
სტატიის თანახმად, გლობალური ელიტის „მუშაობა ბოლომდე, გართობა ბოლომდე“ დამოკიდებულება აშკარად გამოიკვეთა შვეიცარიულ ქალაქში ესკორტებისადმი გაძლიერებულ მოთხოვნაში.
შვეიცარიული გაცნობისა და ეროტიკული სერვისების პლატფორმა Titt4Tat-ის ცნობით, გლობალური ლიდერების, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისა და შეძლებული მაგნატების ჩამოსვლამ სექსმუშაკებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.
“ეროტიკული სერვისების მოთხოვნებმა 19 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 79-ს მიაღწია, რაც შოკისმომგვრელ 4,000%-იან ზრდას ნიშნავს, იუწყება შვეიცარიული გამოცემა „20 Minutes“. პლატფორმა Titt4Tat-მა, რომელიც სექსმუშაკებს პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს, განაცხადა, რომ კონფერენციამდე დავოსში საშუალოდ დღეში მხოლოდ ორი დაჯავშნა ფიქსირდებოდა ყოველწლიურად.” – წერს New York Post-ი. რეგიონული ფრანგული გაზეთის „La Dépêche“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ სექსმუშაკებს შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები და მოგზაურებიც, რომლებიც “შეძლებული, გავლენიანი პირებისგან რამდენიმე დამატებითი დოლარის შოვნას ცდილობდნენ.”









