„ფედერალისტების“ ლიდერი ტამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მეგობრებო, თითქმის ერთი წელია – გასული გაზაფხულიდან მოყოლებული – პარტიების დიდი ნაწილი ერთად ვმუშაობთ.
კოსმოსში არ გავფრენილვართ და გამარჯვებისგანაც შორს ვართ, მაგრამ ავტოკრატიას ისეთი დანგრეულები ვყავდით და ნდობა ისეთი განადგურებული იყო ჩვენ შორის, ბავშვის ნაბიჯების გადადგმა გვიწევდა და ასე ვიარეთ მთელი გასული პერიოდი.
არაფერზე მოგვიწერია ხელი, არაფერზე დაგვიგინია .. უბრალოდ შევთანხმდით, რომ რაზეც ვთანხმდებით, ერთად ვაკეთებთ.
რაზეც ვერ ვთანხმდებით – დამოუკიდებლად ვაწვებით და არა ერთობის სახელით.
ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ჩავატარეთ 10-მდე მრავალათასიანი აქცია – აქციების ჩასატარებელ ხარჯებს “გერმანულად” ვკრებთ, ვიღაც ყეყეჩი ოლიგარქები არ გვიხდიან და ამაში სინდისის გაყიდვას ვერ გვთხოვენ.
ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ჩავატარეთ ბოიკოტის კამპანია და ამის შედეგია 700k მოქალაქის მიერ ნათქვამი უარი ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე.
ამის შედეგია საერთაშორისო წნეხი – რომელიც შეიძლება საკმარისად არ გეჩვენებათ, მაგრამ მოგეჩვენებათ, თუ ეს თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდა და დემოკრატიული ალტერნატივის კონტურები შეიძინა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ მოგვსვლია არცერთი არასაჯარო და საჯარო უსიამოვნება, ყველა საკამათო საკითხი გადაწყდა ერთმანეთთან კომუნიკაციით.
ორად ორი ვითომ პარტია, ვინც თანამშრომლობას გვირევდა და ძალისხმევას წყალში გვიყრიდა არის
1) ხაზარაძის ლელო – რომელმაც არც საკუთარ ამომრჩეველს მოუსმინა, არც პარტნიორებს და ივანიშვილის ფარსის ლეგიტიმაცია სცადა ოპოზიციის ლიდერობის დასათრევად.
დიდებულად ასრიალდა მეშჩანი, თავკერძა “მინდა ვიყო ლიდერი”- მისივე ამომრჩეველმა მიუჩინა ადგილი, გაუნახევრდა ხმები და ახლა ჩვენზეა დაბოღმილი, რომ ვერ გვიყიდა, აბა საკუთარ შეცდომას ხომ ვერ გააანალიზებს – მაგის ძალა ფარჩაკებს ვინ მისცა.
2) ნაციონალური მოძრაობა – რომელიც ბოიკოტის კამპანიაში ჩვენთან იყო, სანამ “ჩერგოლეიშვილის გარიცხვას” მოინდომებდა და თავად გაირიცხებოდა.
ერთადერთი პარტია იყო რვიანში რომელიც კონფლიქტს ქმნიდა – ხან თავისი ბელადის ნიფხვებს გვაფხატავდა, ხან საერთო პროექტებს ალანძღინებდნენ ვიღაც უკბილო ორკებს, შეგვაწუხეს, რასაც ქვია, თავიანთი საჭურისი ბელადით – მიშაზე ისე რატომ თქვი, მიშა რატომ გააქრე .. რომ ვერაფერი მოგვიხერზეს, ბოლოს 4 ოქტომბრის ცირკი მოაწყვეს ჩვენი “უუნაროებად” გამოცხადების ამოცანით და 70 მდე ოჯახი გააუბედურეს, სააკაშვილის დელუზიური ამბიციების გამო ციხეში ჩაყარეს.
—-
დანარჩენი პარტიები თანამშრომლობას კვლავ ვაგრძელებთ. არა იმიტომ რომ ერთმანეთი მოგვწონს და გვიყვარს, არამედ იმიტომ რომ ასეა საქმისთვის საჭირო!
სავარაუდოდ არანაირი შეთანხმება არ დაგვჭირდებოდა (დემოკრატიული ქვეყნები და პარტიები ერთმანეთთან არ ომობენ), რომ არა საზოგადოების დაკვეთა, რომ უფრო ფართო ერთობა გაკეთდეს.
იმისათვის რომ საზოგადოების დაკვეთას ვუპასუხოთ, დემოკრატიულმა პარტიებმა შევიმუშავეთ:
1. გამარჯვების საერთო სტრატეგია
2. მონაწილე პარტიების ქცევის დემოკრატიული წესები
(შეთანხმების პროცესი თითქმის ბოლოშია გასული).
პრინციპი ისევ ერთია – რაზეც ვთანხმდებით აი ესაა, რაზეც ვერ ვთანხმდებით – დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, და არა ერთობის სახელით – ერთმანეთს არაფერს ვაძალებთ და თანასწორ პარტნიორებად განვიხილავთ.
შეთანხმება ღიაა ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც რეალურად სურს ერთობა ავტოკრატიის დასამარცხებლად – ოღონდ ამისთვის,
1. სტრატეგია უნდა გაიზიაროს და დაიცვას – “იიიი ქუჩაში სეირნობთ, ხაბემ იცის საქმეიიიი, იიიი ოთხში ვიწყებთ ოთხში ვამთავლებთ” – მსგავსი ჯაგობა ჩვენს მეჯლისზე არ დაიშვება. ასევე არ დაიშვება რეჟიმთან თანამშრომლობა და რეჟიმის ლეგიტიმაცია, მის მოწყობილ ფარსში მონაწილეობით.
2. დანა ჩანგლით ჭამა ისწავლოს, წესიერად მოიქცეს, შეიგნოს, რომ დემოკრატიულ წესრიგშია, პატივი სცეს წესებს და შეეგუოს, რომ არავისზე მეტი არაა და მისი ახირებები ყველას ფეხზე გვკიდია.
ხო სამართლიანია? ყველა დემოკრატიულ ერთობას აქვს დემოკრატიული წესები – ამიტომაა დასავლეთისგან იზოლირებული ივანიშვილი, რომ უწესოა!
ხოდა აი ამას ესხმის თავს სააკაშვილი ცრუ ბრალდებებით.
სააკაშვილი, რომელსაც ერთადერთი მეთოდი დარჩა საარსებოდ – კორუმპირებულ ტელემედიას ფული გადაუგდოს და ყალბი დღის წესრიგი შეაქმნევინოს.
სააკაშვილი, რომლიც მონებიც კეზერაშვილის ფულის სანაცვლოდ საკუთარ ლიდერებს ყიდდნენ მწვანილივით.
აი ეგ სააკაშვილი გვაბრალებს რომ “ინვესტორები” გვყავს და “ხელფასიანი” მოლაპარაკე თავები.
მე მინდა რომ სააკაშვილმა იაროს იმ სიმართლით, რაც დაწერა, რომ ბოლომდე იწვნიოს იმ დანაშაულის შედეგი, რასაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინაშე ჩადის.
საქართველოს გადარჩენა გადის პოლიტიკური სპექტრის უნარზე შედგეს ძლიერ, დემოკრატიულ ალტერნატივად.
სანამ ეს არ მოხდება, არაფერი მოხდება.
აი ამას უშლის ხელს საააკაშვილი ბინძური ცილისწამებით, კორუფციით და კორუმპურებული ტელემედიით და ივანიშვილთან ერთად სახელოვნად გადაიჯეგება, თუ გონს არ მოვა და საკუთარ ტყავში არ დაეტევა.
რატომ? იმიტომ რომ გამარჯვების გზა არის აი ეს, რაც აღვწერე.
ან ამ გზით ვივლით ერთად, ან ამ გზით ვივლით მარტო, სანამ ამ გზით არ ვივლით ერთად – იმიტომ რომ
გზა ესაა, სხვა გზა ტაძართან არ მიგვიყვანს.“,-წერს ტამარ ცერგოლეიშვილი.











