Uncategorized

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა: “მოსკოველმა არსებებმა, კობახიძემ, ივანიშვილმა და სხვებმა ქვეყანა უნდა დატოვონ“.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეცდომა გამოსწორდება პოსტის წაშლით ან ბოდიშის მოხდით. „ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი.“- წერს პაპუაშვილი X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა