უცხოური მედია

ვიტალი კლიჩკო – უკრაინის აღმოსავლეთი მთლიანად განადგურებულია, პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება, ეს ბრძოლა გენოციდია, ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის

ვიტალი კლიჩკომ რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა, – ამის შესახებ კიევის მერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, რუსეთის ომში „წესები“ არ არსებობს.

„ეს ბრძოლა გენოციდია. უკრაინის აღმოსავლეთი მთლიანად განადგურებულია. ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება. არ არის წყალი, ელექტროენერგია, გათბობა. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, უკრაინას სჭირდება, რომ აშშ უკრაინის მხარეს იყოს.

„აშშ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჭირდება აშშ უკრაინის მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპთან კარგი ურთიერთობა და გაგება. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში დემოკრატიის გადარჩენა, რაც თავის მხრივ ევროპას გააძლიერებს“, – განაცხადა კლიჩკომ.

ამასთან, კიევის მერს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს. კერძოდ, ესაუბრა თუ არა ზელენსკის მას შემდეგ, რაც იანვარში კლიჩკომ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში პირადად არ შეხვედრიან ერთმანეთს.

„მესმის, რომ ომის დროს პრეზიდენტობა ადვილი არ არის და ის დაკავებულია. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობა, რაც საბოლოოდ, უკრაინას ძლიერს ხდის“, – განაცხადა კლიჩკომ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა