პოლიტიკა

„პრიორიტეტული სამიზნე“: აშშ დაეხმარა მექსიკას გავლენიანი ნარკობარონის, „ელ მენჩოს“ ლიკვიდაციაში

მექსიკის სამხედრო ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის დროსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კარტელის, CJNG-ის ლიდერი დაიღუპა. ოპერაცია აშშ-ის „სადაზვერვო მხარდაჭერით“ განხორციელდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

მისი თქმით, „ელ მენჩო“ ორივე ქვეყნისთვის „პრიორიტეტულ სამიზნეს“ წარმოადგენდა, როგორც აშშ-ში ფენტანილის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი. ლევიტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კარტელი CJNG მანამდე უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა: აშშ მიაღწევს იმას, რომ ნარკოტერორისტებმა პასუხი აგონ. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მადლიერებას გამოხატავს მექსიკელი სამხედროების მიმართ თანამშრომლობისთვის“, — დაწერა პრესსპიკერმა.

Washington Post და Reuters, პენტაგონის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, აზუსტებენ, რომ მექსიკელი სამხედროები მოქმედებდნენ „აშშ-მექსიკის ერთობლივ ოპერატიულ ჯგუფთან“ ერთად, რომელიც რეგულარულად თანამშრომლობს მეხიკოსთან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ სარდლობის (NORTHCOM) მეშვეობით.

ხალისკოს შტატში ჩატარებული რეზონანსული ოპერაციის შედეგად, ჯამში კარტელის შვიდი წევრი იქნა მოკლული, ხოლო ორი — დაპატიმრებული. ამის შემდეგ ქუჩებში არეულობა დაიწყო, რომელიც რამდენიმე სხვა შტატსაც გადაედო. ხალისკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა