პოლიტიკა

ქეთევან მიქიაშვილი: მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადაღეს და ისევ ტირილი დაიწყო – ესენიც უგროვებენ ფულს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ აიძულებს, ბოლომდე შეასკდნენ კედელს

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ სტატუსის ე.წ სქრინს აქვეყნებს, რომელიც ნიკა გვარამიას “ტვ პირველში” სტუმრობას და მომდევნო არჩევნებისთვის მზადებაზე მის განცხადებას ეხება.

მამუკაშვილი პოსტში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში ოპოზიცია ყველა არჩევნებს წააგებს და საინტერესოა, გვარამია როგორ არწმუნებს ხალხს, რომ გამარჯვება შესაძლებელია. მიქიაშვილი ამბობს, რომ თავად მამუკაშვილი ყველაფრიდან სუფთად გამოდის და სხვებს აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს.

“მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. გუშინ, გვარამიამ ტრაპაიძესთან ეთერში თქვა მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებთო და მაგაზე წერს. თითქოს ხომ აქტიურია, ორგანიზატორობასაც ითავსებს, სოციალურ ქსელში 24/7-ზე პოსტავს, ოპოზიციის “კრიტიკოსობასაც” ცდილობს… ამ დროს პატიმრობას რომ თავი დავანებოთ, რაც მის შემთხვევაში არც მომხდარა – ერთხელ დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო პირდაპირ ეთერში, ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადარეს და ისევ ტირილი დაიწყო – ბავშვები დამყავს სკოლაში და ფული ამიგროვეთო, გუშინ შუა გზაზე გაჩერებული მანქანის გამო ბენზინი რომ არ მიუცუნცულა ხალხმა მაგაზე ამუნათა ერი. ესენიც უგროვებენ ამ ფულს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ, ამ უტვინო ქვასროლიებს – აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს. ახლა რომ ვუფიქრდები შეიძლება მიზანმიმართულიც გამოდის”- წერს მიქიაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა