პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან მედიასაშუალებების სანქცირება- დარწმუნებული ვარ “იმედიც” და “პოსტვიც” გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება უპირობო ღირებულებად

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ტელეკომპანიებს “იმედს” და Postv-ის მხარდაჭერას უცხადებს. მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ “იმედიც” და “პოსტვიც” გაათმაგებული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება უპირობო ღირებულებად.

“ჩემი სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა ტელეკომპანიებს: “იმედს” და “პოსტვი”-ს!!! თავისუფალი სიტყვის ჩახშობის სამარცხვინო და ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან ამ მედიასაშუალებების სანქცირება, მცდელობა რომელსაც შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ ექნება!!! ქართველებს ორმაგი სტანდარტი არ გვიკვირს, მაგრამ აქ საკუთარ ძალმომრეობაში რეკორდი დაამყარეს, თუმცა უშედეგოდ და ფუჭად! დარწმუნებული ვარ “იმედიც” და “პოსტვიც” თავიანთი გამორჩეული და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოვებული ჟურნალისტებით გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება ცივილიზაციურ არჩევანად და უპირობო ღირებულებად!!!”- წერს მათიკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა