მინდა, კოლეგიალური სოლიდარობა გამოვხატო ტელეკომპანიების – ,,იმედისა“ და ,,POS TV” – ის მიმართ. იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლის ქარიშხლიანი წლები გვაქვს გამოვლილი, შეუძლებელია, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გაგვაჩნდეს ,,იმედის“ მიმართ, რომელიც სააკაშვილის რეპრესიების პირდაპირი მსხვერპლი იყო, – განაცხადა ჟურნალისტმა, ჯაბა ხუბუამ, ,,ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში ,,რეალური აქცენტები.“
მისივე თქმით, მედიისა და, ზოგადად, სიტყვის თავისუფლებისადმი დიდი ბრიტანეთის გულშემატკივრობა შესაძლოა, იმ შემთხვევაში დაგვეჯერებინა, ოფიციალურ ლონდონს სანქციები რომ დაეწესებინა სააკაშვილის რეჟიმისათვის, რომელმაც შტრუმით აიღო, დაარბია, კანონიერ მფლობელს წაართვა და მიიტაცა ,,იმედი“, რომელიც მაშინაც წამყვანი ტელევიზია იყო საქართველოში.
„თუმცა, როცა „ნაცმოძრაობის“ ავტოკრატიული რეჟიმი საქართველოში მედიის თავისუფლებას ფეხქვეშ თელავდა და თავისუფალ სიტყვას ყველაზე უხეში მეთოდებით ახშობდა, დიდ ბრიტანეთსა და, ზოგადად, კოლექტიურ დასავლეთს ყურთბალიშზე ეძინათ, რადგან სააკაშვილი მათი ,,ძაღლიშვილი“ იყო. დღეს ,,იმედისა“ და ,,POS TV” – ის დასანქცირება იმ ორმაგი სტანდარტებისა და პოლიტიკური ფარისევლობის მორიგი სერიაა, რომელსაც კოლექტიური ფონ დერ ლაიენებისა და კაია კალასების მხირდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. კიდევ ერთხელ – სოლიდარობა და მხარდაჭერა ორივე მედიასაშუალებას, რომლის სარედაქციო პოლიტიკის მაგისტრალური ხაზი ემსახურება ქვეყნისათვის სასიცოცხლო მიზანს – არასოდეს მოხდეს ნაცმოძრაობის კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკური რეანიმაცია,“ – განაცხადა ჯაბა ხუბუამ.











