პოლიტიკა

არაფერი ეშველება ევროპას, სანამ კრეტინოკრატია არ ჩამოცილდება მმართველობის ბერკეტებს! აი, მაგალითად, ანალენა ბერბოკი! – ხათუნა ხოფერია

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე და გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. უვიცობასაც აქვს საზღვარი! უვიცობასაც აქვს ზღვარი, რომლის იქითაც, უბრალოდ, კრეტინი ხარ!“,-ასე ეხმაურება ხათუნა ხოფერია ანალენა ბერბოკის ინტერვიუს, საიდანაც ირკვევა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გრენლანდია ევროკავშირის წევრი ჰგონია.

    „ჰოდა, ეს გონებაშეზღუდული, იძლევა ინტერვიუს გრენლანდიასთან დაკავშირებით და ბოლომდე აწვება, რომ გრენლანდიის მოსახლეობა არის ევროკავშირის წევრი და გრენლანდიაც ევროკავშირშია. შე გონებაშეზღუდულო, გრენლანდია, რომელიც დანიის ავტონომიაა, 1985 წლიდან გამოვიდა და გაემიჯნა ევროსტრუქტურებს!

  ისე, ამ გომბიოს, სჯერა, ალბათ, რომ ყველაფრის თქმის უფლება აქვს!

   3-4 წლიის წინ, ერთ- ერთ ინტერვიუში, კითხვაზე, რა უნდა მოხდეს, რომ უკრაინის ომის რეალობები დადებითად შეიცვალოს, ბერბოკმა უპასუხა:

– ამისთვის საჭიროა, რომ პუტინი 360 გრადუსით შემოტრიალდეს!

 უხ, შენი გეომეტრიის მასწავლებლის დედა ვატირე! შენი პოლიტიკაში მომყვანისაც და იმ ხალხისაც, ვინც გენიალური გერმანელი საზოგადო მოღვაწეების ფონზე, შენ ადამიანად ჩაგთვალა!

     ვუთანაგრძნობ ევროპის და განსაკუთრებით, გერმანიის ჯანმრთელ ნაწილს!“ – წერს ხათუნა ხოფერია

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა