პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისკენ მიმართული მტრული აქტია, რომლებიც ინფორმაციას სწორედ ამ ორი ტელევიზიისგან იღებდნენ. ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც აღნიშნულ ტელევიზიებს ენდობიან და მათგან იღებენ ინფორმაციას

x

„იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. საკმარისია გადავხედოთ საჯარო რეაქციებს, დავინახავთ ადამიანებს, რომელთაც მედიის სანქცირება გაუხარდა და აღფრთოვანების ტაშს უკრავენ, მათთვის პრინციპები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი პოლიტიკური კონიუნქტურა და საკუთარი ბატონების მორჩილებაა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც წლებია სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე საუბრობენ, დღეს გაუჩინარდნენ.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა პრინციპი, არამედ დამფინანსებლის კეთილგანწყობა. სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი მათთვის “თავისუფლება” მაშინ ფასობს, როცა ფულს უხდიან და მორჩილებაში ამყოფებენ. მისი შეფასებით, დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისკენ მიმართული მტრული აქტია, რომლებიც ინფორმაციას სწორედ ამ ორი ტელევიზიისგან იღებდნენ.

„იმედისა“ და „პოსტვი“-ის დასანქცირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. საკმარისია გადავხედოთ საჯარო რეაქციებს, დავინახავთ ადამიანებს, რომელთაც მედიის სანქცირება გაუხარდა და აღფრთოვანების ტაშს უკრავენ, მათთვის პრინციპები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი პოლიტიკური კონიუნქტურა და საკუთარი ბატონების მორჩილებაა. სანქციები განხორციელდა ნული არგუმენტით და ნული ფაქტით. საზოგადოებას არ წარუდგინეს კონკრეტული მტკიცებულებები, არ ყოფილა გამჭვირვალე პროცესი, არ დასახელებულა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ასეთ მკაცრ ნაბიჯს გაამართლებდა. როდესაც გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ აღქმებსა და შეფასებებს, ეს სამართლებრივი სტანდარტებისგან გადახვევას ნიშნავს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ე.წ. უფლებადამცველების დუმილი. ადამიანები, რომლებიც წლებია სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე საუბრობენ, დღეს გაუჩინარდნენ. აშკარაა, რომ მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა პრინციპი, არამედ დამფინანსებლის კეთილგანწყობა. სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი მათთვის “თავისუფლება” მაშინ ფასობს, როცა ფულს უხდიან და მორჩილებაში ამყოფებენ. დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისკენ მიმართული მტრული აქტია, რომლებიც ინფორმაციას სწორედ ამ ორი ტელევიზიისგან იღებდნენ. ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც აღნიშნულ ტელევიზიებს ენდობოდნენ და მათგან იღებდნენ ინფორმაციას. როგორც აღმოჩნდა საქართველოს , დასავლეთთან ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, არამედ სიტყვის თავისუფლებისთვის უწევს, ჩვენ მზად ვართ! ვიბრძოლოთ სიტყვის და მედიის თავისუფლებისთვის! არავის უკანა ეზო არ ვართ, აღნიშნიშნულ ფაქტს ვერ გავატარებთ! იმედს სააკაშვილის რეჟიმმა ვერაფერი დააკლო, მას სანქციებით ვერ შეაშინებთ!“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა