პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საქართველოს შესახებ: ეს ადამიანი თავისი არაკეთილსინდისიერებით გამოირჩევა და ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს შესახებ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენას, რომელშიც საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტს საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება უნდა:

„საოცარია, რომ იუკნევიჩიენე მომხსენებელია ევროპარლამენტში. მომხსენებელი, თავისი არსით, მიუკერძოებელი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპარლამენტის იმ ძალებს, რომლებიც დღეს იღებენ გადაწყვეტილებას, სურთ დეზინფორმაციის გავრცელება“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტმა საქართველოსთან მიმართებით არაერთი უსამართლო რეზოლუცია გამოაქვეყნა. „ეს, ჯერჯერობით, მიუთითებს მხოლოდ კრიზისზე ევროპარლამენტში. ეს ადამიანი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, თავისი არაკეთილსინდისიერებით გამოირჩევა და ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს შესახებ. საოცარია, რომ ის მომხსენებელია ევროპარლამენტში. მომხსენებელი, თავისი არსით, მიუკერძოებელი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპარლამენტის იმ ძალებს, რომლებიც დღეს იღებენ გადაწყვეტილებას, სურთ დეზინფორმაციის გავრცელება. ჩვენ გვახსოვს 2022 წლიდან მოყოლებული, რამდენი არასამართლიანი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა