პოლიტიკა

სადისტრიბუციო კომპანია “ბიდი კომპანის” წარმომადგენელი: თამაშის წესებია გაწერილი, ქსელები აკეთებენ მონიტორინგს, თუ აღმოაჩინეს, რომ დავუშვათ, მე სხვა ქსელს ან მაღაზიას მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შეიძლება გაფუჭდეს უერთიერთობა

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით მიმდინარეობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, შპს “ბიდი კომპანის” წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს, კითხვით მიმართა – ადასტურებს თუ არა ის, რომ ქსელების მხრიდან სადისტრიბუციო კომპანიებს აკრძალული აქვთ ე.წ. ტრადიციულ მაღაზიებთან განსხვავებულ ფასებში სავაჭრო ურთიერთობები.

მესხიშვილის განმარტებით, აკრძალული არაფერი აქვთ, თუმცა, არსებობს თამაშის წესები, რომლებსაც იცავენ ქსელებთან ურთიერთობის გაფუჭებისგანთავის არიდების მიზნით, შესაბამისად, დაწესებულია ერთი საბაზო ფასი.

“აკრძალული არაფერი არ გვაქვს, არის უბრალოდ რაღაც თამაშის წესები გაწერილი, ქსელები აკეთებენ როგორც ტრადიციული მაღაზიების, ასევე თავიანთი კონკურენტი ქსელების მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს დარღვევა, რომ დავუშვათ, მე რომელიღაც სხვა ქსელს ან სხვა მაღაზიას მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შესაბამისად, შეიძლება გაფუჭდეს უერთიერთობა ამ ქსელთან. ამიტომ, ჩვენ ვიცავთ ამ თამაშის წესებს და გვაქვს ერთი საბაზო ფასი”, – განაცხადა დიმიტრი მესხიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა