პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი – თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე

თითქმის ყოველი მეორე, თუ ყველა არა ტვ იმედში და პოს ტვ-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ე.წ. ოპოზიცია, არ მალავს იმას, თუ როგორ უხარიათ ეს ამბავი, ვინაიდან, ისინი ორგანულად ვერ იტანენ “იმედს”, თუმცა, ყველაფერი მალე დადგება თავის ადგილზე. გამსახურდია სოლიდარობას უცხადებს ორივე ტელეკომპანიას.

“თითქმის ყოველი მეორე, თუ ყველა არა ტვ იმედში და პოს ტვ-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს. ბრალდების შინაარსი, თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად. ყველაზე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ ოპოზიციას ეს ამბავი უხარია. გავიგე რომ ორგანულად ვერ იტანენ იმედს, პირველად სწორედ იმედმა შეარყია მიშას დიქტატურა, მაგრამ ასე უნამუსოდ ამის დეკლარირება? დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე. ჩემი მხარდაჭერა იმედის და პოსტ ტვ მთელ კოლექტივს,” – წერს გიორგი გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა