პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს

ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს. „ამ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვას,“ — აღნიშნა ექსპერტმა და განაცხადა, რომ ბრიტანეთს არ აქვს მორალური უფლება, თავს სიტყვის თავისუფლების მთავარ დამცველად წარმოაჩენდეს.

მისი თქმით, საქართველოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იცავს ეროვნულ კანონმდებლობას და ბავშვების ინტერესებს.

„აპრობირებული პასუხი მაქვს დიდი ბრიტანეთისთვის — ეს არის ორმაგი, სამმაგი და ხუთმაგი სტანდარტები იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს იყოს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის მთავარი დამცველი. ქვეყანაში მოქმედებს „კაბალური კანონი“, რომელიც ზღუდავს ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვას, რის გამოც 12 ათასზე მეტი ბრიტანელია დაკავებული მხოლოდ იმისთვის, რომ გაბედა საკუთარი აზრის დაფიქსირება. ეს ხდება სწორედ იმ ქვეყანაში და ცივილიზაციაში, რომელიც თითქოს დემოკრატიის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების აკვნად მიიჩნევა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ეპშტეინის კუნძულის ფილიალს ბრიუსელში, სადაც ყველაფერი ფასობს — კანიბალიზმიდან და პედოფილიიდან დაწყებული, სხვა გაუკუღმართებული ცხოვრების წესით დასრულებული. თუმცა საქართველოს სჯიან იმისთვის, რომ საკუთარი კანონმდებლობით იცავს შვილებს გახრწნილი ცხოვრების წესისგან; იცავს მათ უფლებას ჰქონდეთ ბედნიერი და ნორმალური ბავშვობა, სადაც მამას მამა ჰქვია და დედას — დედა. იმდენად აბსურდულ ვითარებაში არიან ბრიტანელები და ევროპელები, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ეს მარაზმი ილონ მასკის სახუმარო თემადაც კი იქცა. როდესაც ილონ მასკი ამბობს, რომ ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს,“ — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა