პოლიტიკა

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

„ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია. 2007 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირი იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, ამის ფონზე „იმედს“ არ შეუწყვეტია თავისუფალი სიტყვის, სიმართლის მიწოდება ჩვენი ხალხისათვის და მსგავსი ტიპის გაუფასურებული ინსტრუმენტი, რაც ე.წ. სანქციები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩერდეს”, – განუცხადა „ქრონიკას“ ლაშხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა