პოლიტიკა

Ipsos-ის კვლევა: ზელენსკიმ უკრაინაში ნდობის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, გამოკითხულთა მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, შესაბამისად, პესიმიზმი ოპტიმიზმს აჭარბებს

2026 წლის თებერვალში, საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Ipsos-მა, უკრაინაში პოლიტიკური განწყობების შესასწავლად, რეპრეზენტატული კვლევა ჩაატარა.

Ipsos-ის თანახმად, კვლევის ძირითადი მიგნებებია:

1. პესიმიზმი ლიდერობს, მაგრამ გაურკვევლობა მაინც არსებობს – 29% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 37% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო, დარჩენილი 34% არ არის დარწმუნებული – ეს მოსაზრებების მნიშვნელოვან, პოტენციურად მერყევ რეზერვზე.

2. ომის გამოცდილება და ეროვნული სიმბოლიზმი სჯობნის პოლიტიკურ გამოცდილებას – ზალუჟნი ყველაზე სანდო ფიგურაა (63%), შემდეგ მოდიან უსიკი (56%) და ბუდანოვი (55%). ზელენსკი მეოთხე ადგილზეა (49% ენდობა, მაგრამ ამავე დროს, მაღალია უნდობლობის მაჩვენებელი და ის 38%-ს შეადგენს), რაც მოქმედი პრეზიდენტის პოლარიზებულ იმიჯზე მიუთითებს.

3. მთავრობის რეორგანიზაციამ ვერ შეძლო ნდობის აღდგენა – 45% უარყოფითად აფასებს, 32% კი – დადებითად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა