პოლიტიკა

რომან გოცირიძე „იმედის ბანკის“ შექმნაზე:- რად უნდათ ამდენი წვალება, აგერ არაა “ქართუბანკი” და “ლიბერთიბანკი”?

„იმედის“ ბანკის შექმნა სასაცილოა და ვერ განხორციელდება – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, რომან გოცირიძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საკუთარი ბანკის შექმნის გეგმას.

 მისი განცხადებით, კანონით აკრძალულია „ბანკის“ სახელის გამოყენება ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე. 

“იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს.

კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ. გამონაკლისია ისეთი სახელები, რომელებიც ფინანსებთან არაა დაკავშირებული, მაგალითად, “სისხლის ბანკი” ან “მჟავე კიტრი ბანკაში”.

“იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, ყულაბის, დიდი გოჭუნიასი, სადაც მდიდარი ბიძიები ფულს ჩაყრიან ხოლმე.

ისე, რად უნდათ ამდენი წვალება, აგერ არაა “ქართუბანკი” და “ლიბერთიბანკი”? ფუნტმა დაასანქცირა, ევრომ და დოლარმა ხომ არა? ან ლარების მეტი რაა ამ ბანკებში. ლარებითაც არ რისკავენ?!

რავა ყველგან ამ ბოროტი დიპ სტეიტის საცეცებია. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ იმ გოჭუნიას ყულაბაშიც ჩაჰყოს თათები, – წერს გოცირიძე. 

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა