ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ამბავიუცხოური მედია155 ნახვა

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე

აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი დონის ან საუკეთესო – როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ გვაქვს ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპი აცხადებს, რომ ამ იარაღებით, შესაძლებელია, ქვეყანამ “სამუდამოდ” იომოს, აშშ-ის მარაგები შევსებულია და დიდი გამარჯვებისთვისაც მზად არის. მან ასევე ჯო ბაიდენი დაადანაშაულა უკრაინისთვის ბევრი ძვირადღირებული იარაღის უფასოდ გადაცემაში, ზელენსკი კი მე-19 საუკუნის ცნობილ ამერიკელ შოუმენ ფინეას ტეილორ ბარნუმს შეადარა.

“ომები შეიძლება „უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებითაც კი წარიმართოს მხოლოდ ამ მარაგებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო შეიარაღებაზეც უკეთესია!). უმაღლეს დონეზე კარგი მარაგი გვაქვს, თუმცა, ჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ. დამატებით, მაღალი კლასის მრავალი შეიარაღება ჩვენთვის შენახულია საზღვარგარეთ. მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა იმაზე, რომ ყველაფერი – ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა უკრაინის „ბარნუმისთვის“ (ზელენსკი!) და როცა ამდენი უმაღლესი დონის შეიარაღება უფასოდ გასცა, არც კი იზრუნა მის ჩანაცვლებაზე. საბედნიეროდ, მე პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღვადგინე სამხედრო ძალები და ამას ახლაც ვაგრძელებ. შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის!” – წერს დონალდ ტრამპი.