სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსსელში პოსტს აქვეყნებს.
„ნანახი გექნებათ პატარა ანიმაცია ორ ანტილოპა გნუზე, რომლებიც მორს ნიანგისგან ვერ არჩევენ იმის მიუხედავად, რომ ნიანგი მათ სათითაოდ ჭამს.. ზუსტად ასეთი ცნობიერება აქვთ ამ ჩვენს ევროშაყინტრავებულებს.
ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ ნიანგი მათი კეთილისმყოფელი არ არის- მას ჭამა უნდა, დგანან, დასცქერიან ნიანგის ზურგს და მარჩიელობენ, მორია თუ ნიანგი.
ახლა საოცრად აღეგზნენ იმით, რომ მაკრონი ევროპის ატომური ქოლგით დაცვას აპირებს. აი, თურმე რა ბედნიერებას პერსპექტივას ვკარგავთ! მაკრონის ქოლგის გარეშე გვტოვებს რუსი ოლიგარქი, ხალხო! ანტილოპა გნუ ამათთან ძალიან განვითარებული არსებაა!
ამის გარდა.
ეს ტვ პირველი, პალიტრა და ძმანი მათნი, სტაჟიანი და ახალნერგი აგენტურა, ყოფილი ამირსპასალარი თინათინ ხიდაშელის მეთაურობით ღიად მოქმედებენ, რომ რამენაირად დაძაბონ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებთან და კონფლიქტი გამოიწვიონ, თანაც იმ დროს, როდესაც სიტუაცია ყველაზე საშიშ ფაზაში შევიდა.
ესენი კი არიან აგენტი გნუები, მაგრამ დემოკრატიობანას თამაში შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და ეს პროვოკაციები უნდა შეჩერდეს.
ჯინაზე მავნებლის და გაჯიუტებული კრეტინის როლებში არიან შესული და შემოლაწუნება სჭირდებათ, მათთვისაც კარგია -ნაკლებ თვითდაზიანებას მიიყენებენ თვითონ და ქვეყანასაც ვერ დააზიანებენ“,-წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.











