განცხადება · 104 ნახვა
„იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?“
ხიდაშელის განცხადებაზე
რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება, რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.
წილოსანს ეჭვი არ ეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია და ასე შემდეგ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს, თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს…
ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა, თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს, საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება, რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!“, – წერს წილოსანი Facebook-ზე.
ნინო წილოსანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნინო წილოსანი„ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ“
- ნინო წილოსანი„საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს“
- ნინო წილოსანი„სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო – ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ“
- ნინო წილოსანი„2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს“
