ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲡᲮᲕᲐ10 ᲛᲐᲠᲢᲘ20:57
გიორგი ზერეკიძე

განცხადება · 97 ნახვა

„ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც?“

როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ? “ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს“- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვერაფრით ეგუებიან, რომ მოქალაქეებისთვის და ხელისუფლებისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი.

“ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს. ყველა ელჩს ერთად აქვს გადაწყვეტილი მგონი რომ რადგან გიჟებივით არ ვიქცევით, თავში გვიტყაპუნოს. ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის მილოცვის დანიშვნაც? ბოლო-ბოლო როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ? შემთხვევით ხომ არ იცით, რით დაგვიდგა 2008 წელს გვერდით უდიდესი საბრძოლო რესურსების მქონე ისრაელი?! შემთხვევით გაყურსული ხომ არ იყო? ვერაფრით ვერ ეგუებიან ტიპები, რომ ჩვენთვის, მოქალაქეებიან ხელისუფლებიანად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი. თავიანთთვის კარგად ესმით ოღონდ, ჩვენსას ვერ იგებენ მაინცდამაინც”- წერს გიორგი ზერეკიძე

გიორგი ზერეკიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი ზერეკიძე„ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა – ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა“
  2. გიორგი ზერეკიძე„იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა “ნაცების” მედია და ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე – პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს, ანუ ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა“
  3. გიორგი ზერეკიძე„სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით – რა არის ეს ყველაფერი, თუ არა ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე?“
  4. გიორგი ზერეკიძე„ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება“