78 წლის მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ბარბაროსის როლს ფილმში „მეფე კონანი“ (King Conan) დაუბრუნდება. ამის შესახებ არნოლდ შვარცენეგერმა ოჰაიოში გამართულ Arnold Sports Festival-ზე განაცხადა. ფილმის რეჟისორი კრისტოფერ მაკუორი იქნება, რომელიც ცნობილია სერიით „მისია შეუძლებელია“.
ახალი ფილმის სიუჟეტით, კონანი სამეფოს 40 წლის განმავლობაში მართავდა, რის შემდეგაც მისი ტახტიდან ჩამოშორებას ნელ-ნელა იწყებენ. შვარცენეგერი მაყურებელს ჰპირდება:დაუჯერებელ სიგიჟეს; სასტიკ ძალადობას; მაგიასა და გამოგონილ არსებებს.
მსახიობმა ასევე დასძინა, რომ თანამედროვე სპეცეფექტები საშუალებას მისცემს მათ, ეს ყველაფერი ეკრანზე მართლაც გრანდიოზულად ასახონ.
მხოლოდ „კონანით“ ყველაფერი არ სრულდება. შვარცენეგერი კიდევ ორ პროექტში მოიაზრება:
„მტაცებელი“ (Predator): რეჟისორი დენ ტრახტენბერგი, რომელმაც წარმატებით განაახლა „მტაცებლის“ ფრენჩაიზი, მსახიობთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს მომდევნო ნაწილში მის გამოჩენასთან დაკავშირებით.
„კომანდო 2“ (Commando 2): სტუდია 20th Century Studios-მა შვარცენეგერს უკვე გაუგზავნა სცენარი, სადაც ის შესაძლოა, პოლკოვნიკ ჯონ მეტრიქსის როლს დაუბრუნდეს — პირველი ნაწილის გამოსვლიდან 40 წლის შემდეგ.










