Uncategorized

ბათუმში იაპონური კულტურის საღამო გაიმართა

ბათუმში 11 მარტს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართა იაპონური კულტურის საღამო, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული დიალოგისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ღონისძიება განხორციელდა თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონური ენისა და კულტურის ბათუმის ცენტრის ჩართულობით.

საღამოს ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონური კულტურის სხვადასხვა მიმართულებას. წარმოდგენილი იყო ორიგამის ხელოვნება, იაპონური კალიგრაფია  (შოდო), ასევე გაიმართა ცოცხალი მუსიკალური შესრულება.

ღონისძიება განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა სტუმრებისთვის, რადგან მათ უშუალოდ შეეძლოთ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ენახათ ოსტატების დემონსტრაციები და ახლოს გაცნობოდნენ იაპონური ესთეტიკისა და ტრადიციების სამყაროს.

ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო ჰიროტაკე მაედას ფოტო გამოფენა. ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ქართველოლოგი მრავალი წელია იკვლევს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს და არაერთხელ უმოგზაურია ჩვენს ქვეყანაში. მისი ფოტოების მეშვეობით დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ განსხვავებულად დაენახათ საქართველო და მისი კულტურული მრავალფეროვნება.

გამოფენა გაგრძელდება 18 მარტის ჩათვლით და ამ პერიოდის განმავლობაში დამთვალიერებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ სივრცეს, დაათვალიერონ წარმოდგენილი ნამუშევრები და კიდევ ერთხელ შეეხონ იაპონური და ქართული კულტურის დიალოგს.

საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კულტურის ძალა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს და ხალხებს შორის ურთიერთგაგებასა და მეგობრობას ამყარებს.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში ელოდება დამთვალიერებელს.

ჟურნალისტი თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა