პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ იუბილეს და წერს, რომ „იმედის“ ყოფნა-არყოფნა დამოკიდებულია მაყურებელზე და არა ევრობიუროკრატიასა და ბრიტანულ სანქციებზე: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, ამ ტელეკომპანიისადმი ქართველი ხალხის ნდობა და ყურებადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე ხდება მაშინ, როდესაც ჰგონია ოპოზიციას, რომ საერთაშორისო ბერკეტებს ეფექტურად გამოიყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ – წერს ანალიტიკოსი.
ის ულოცავს ტელეკომპანიის თანამშრომლებს არხის იუბილეს და ხაზს უსვამს, რომ დასანქცირებული „იმედი“ ქართული საზოგადოებისთვის უფრო გავლენიანია, ვიდრე ბრიტანეთის ხელმძღვანელობა.
“იმედი” საქართველოს ტელებაზარზე შემოვიდა მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი იმედის სხივს ეძებდა. ტყუილებითა და პოლიტიკური მიკერძოებით გაჟღენთილ ქართულ მედიასივრცეში “იმედი” ნამდვილად იყო მართალი სიტყვის მიმწოდებელი, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმის რისხვა საკუთარ თავზე იწვნია. “იმედი” მაყურებელმა გადაარჩინა ყურებადობის და მისდამი სანდოობის გამოხატულებით. იმ სისხლიან რეჟიმს გადარჩენილი ტელევიზია დღეს ისევ იმავე რეჟიმის დარტყმის ობიექტი გახდა მათივე საერთაშორისო თანამზრახველების მხრიდან. დღესაც “იმედის” ყოფნა-არყოფნა მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული და არა ბრიტანეთის ან ევრობიუროკრატების პოლიტიკურ განზრახვაზე, ქართველ ხალხს წაართვან ყველაზე რეიტინგული და სანდო ტელევიზია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, ამ ტელეკომპანიისადმი ქართველი ხალხის ნდობა და ყურებადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე ხდება მაშინ, როდესაც ჰგონია ოპოზიციას, რომ საერთაშორისო ბერკეტებს ეფექტურად გამოიყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვეღარ დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის უკვე მეასეხარისხოვანია, რას იტყვის უცხოეთი? მათთვის უპირატესია, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დასანქცირებული “იმედი” უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ “იმედის” სიტყვა საქართველოში. დღეს ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოებრიობას ჰაერივით სჭირდება ტელეკომპანია “იმედი” მისი მაღალი დონის პროფესიონალიზმით, რეალური პოლიტიკითა და მაყურებლის უდიდესი ნდობით. ვულოცავ ტელეკომპანია “იმედის” თითოეულ თანამშრომელს იუბილეს და ვუსურვებ ძალიან დიდხანს არსებობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს დასანქცირებული “იმედი” უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ “იმედის” სიტყვა საქართველოში
Facebook Comments Box










