პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მიმწოდებლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებები ქსელურ მარკეტებთან კაბალურია – საინტერესოა, რამდენად ხშირად მიმართავენ მწარმოებლები სასამართლოს ამ ხელშეკრულებების გასაჩივრების მიზნით

ფასების რეგულირების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომისიის სხდომაზე შეკითხვები დაუსვა „ნიკორას“ წარმომადგენელს, თემურ ალექსანდრიას. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმწოდებლები ქსელურ მარკეტებთან ხელშეკრულებებს უწოდებენ კაბალურს. დეპუტატმა იკითხა, ჰქონიათ თუ არა მიმწოდებლებს სასამართლო დავა „ნიკორასთან“: „იქნება ეს პროდუქციის ვარგისიანობა თუ მისი დაზიანება, ყველაფერი სრულად მხოლოდ მიმწოდებლის ასანაზღაურებელია. ქსელური მარკეტები მაღალ ფასს დაადებენ პროდუქციას – არარეალიზებული პროდუქტი კი მხოლოდ მწარმოებლის ასანაზღაურებელი ხდება. როგორი ტიპის ხელშეკრულებები გაქვთ დადებული ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებლებთან?“ – დასვა შეკითხვა სეფაშვილმა.

დეპუტატი შეეხო ფასდაკლების საკითხსაც. მან ალექსანდრიას ჰკითხა, თუ რას ემსახურება აქციები: პროდუქტის ვარგისიანობის ვადა იწურება, სოციალური თვალსაზრისით ცდილობენ მოსახლეობის დახმარებას, თუ პრომო აქციებია.

„ვისაუბროთ ფასდაკლებებზეც, რომლებიც საკმაოდ ხშირადაა თქვენს ქსელში. რითია ეს ფასდაკლებები განპირობებული? მაგალითად, პროდუქტის ვარგისიანობის ვადა იწურება, პრომო აქციებია თუ სოციალური თვალსაზრისით ცდილობთ მოსახლეობის დახმარებას? ასევე, როცა ფასდაკლებაა და, პირობითად, 7-ლარიანი პროდუქტი იყიდება 5 ლარად – ეს ახალი თანხა, 5 ლარი, თვითღირებულებაზე მეტია, ზღვარზეა თუ თვითღირებულებაზე ნაკლებია? კიდევ ერთი საკითხი გამოიკეთა წინა სხდომებზე და ეს შეეხება მიმწოდებლების, დისტრიბუტორებისა და მწარმოებლების ხელშეკრულებას ქსელურ მარკეტებთან. აღინიშნა, რომ ეს ხელშეკრულებები მიმწოდებლებისთვის კაბალურია. გულისხმობდნენ იმას, რომ ქსელური მარკეტები ბაზრის რისკებს არ იღებენ თავის თავზე. იქნება ეს პროდუქციის ვარგისიანობა თუ მისი დაზიანება, ყველაფერი სრულად მხოლოდ მიმწოდებლის ასანაზღაურებელია. ქსელური მარკეტები მაღალ ფასს დაადებენ პროდუქციას, ის ან გაიყიდება ან არა – ეს არარეალიზებული პროდუქტი კი მხოლოდ მწარმოებლის ასანაზღაურებელი ხდება. როგორი ტიპის ხელშეკრულებები გაქვთ დადებული ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებლებთან? ყველა მათგანთან მსგავსი ხელშეკრულებაა თუ განსხვავებული პრინციპები მოქმედებს? ამასთან, აქვთ თუ არა მწარმოებლებს საშუალება, გაასაჩივრონ ხელშეკრულება სასამართლოში და თუ გქონიათ მსგავსი დავა?“ – დასვა შეკითხვები ეკა სეფაშვილმა.

თემურ ალექსანდრიას სიტყვებით, ფასდაკლების სიღრმე და ინტენსივობა განსხვავებულია პროდუქტების მიხედვით. „ნიკორას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლო დავა არც ერთ მწარმოებელთან არ ჰქონიათ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა