პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.

მეგრელიშვილის თქმით, შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს.

„ოპოზიცია, როგორ პოლიტიკურად გამოფიტული ძალა, რეალური პოლიტიკური დისკუსიის ნაცვლად დეზინფორმაციითა და ხელოვნურად შექმნილი სკანდალებით იკვებება. პოლიტიკურად უსაქმური ოპოზიციისათვის მათთვის არასასურველი პოლიტიკოსების განცხადებების დამახინჯება და განსხვავებული შინაარსით გავრცელება ძირითად საქმიანობად იქცა. პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას. საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ამგვარი მიდგომა პირველი შემთხვევა არ არის, რა იწვევს ასეთ მიდგომებს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ?! ვფიქრობ ეს გამოწვეულია პრეზიდენტის სიძლიერით, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს რეალური მნიშვნელობა შესძინა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას! შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს! მძიმე დიაგნოზია აკრიტიკებდე ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარ ქვეყნის პრეზიდენტს და ტაშს უკრავდე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მისთვის წინასწარ დაუწერელი ტექსტის გარეშე, საჯაროდ საუბრისას არაერთი შეცდომა დაუშვა და ნეტა მხოლოდ სიტყვა ყოფილიყო მისი შეცდომა, კაცმა საკუთარი მმართველობის პირობებში ქვეყანა გაიმეტა და დაღუპა!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.