საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ისე გააგიჟა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მიწვევამ აშშ-ს პირველი ლედის მიერ, რომ ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ.
„საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! ეხლაც აშშ-ს პირველი ლედის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის (არ მიყვარს ქართულ სინამდვილეში ტერმინის “პირველი ლედის” გამოყენება) აშშ-ში დაგეგმილმა ვიზიტმა, ისე გააგიჟათ, რომ იმდენად ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ, უკვე კითხვა მიჩნდება ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვთ, ამ ბოღმის ნიადაგზე?!“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.











