ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲡᲮᲕᲐ17 ᲛᲐᲠᲢᲘ14:49
ლევან მახაშვილი

განცხადება · 171 ნახვა

„მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში. თავადვე მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც წერია ამ დასკვნაში“

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე

მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში. თავადვე მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც წერია ამ დასკვნაში, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს ეს ექსპერტი, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება რამდენად თავად არის ავტორი ამ დასკვნის და თუ თავად არის ავტორი, მაშინ რა დაწერა, საიდან დაწერა და ვისი ნათქვამი დაწერა.

„მე მას ვურჩევდი, რომ თუ რაღაცას წერს და ამბობს, რომ ის არის ავტორი, მაშინ ბოლომდე დაიცვას თავისი პოზიციები. სხვა შემთხვევაში თავიდან არიდება ამ პასუხისმგებლობის ბევრად მეტ კითხვის ნიშანს აჩენს სანდოობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტური იყო ეს ადამიანი, როდესაც ამას წერდა, თუ საერთოდ მან დაწერა ეს ანგარიში“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

ლევან მახაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან მახაშვილი„ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას“
  2. ლევან მახაშვილი„გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის დიალოგის მზაობა – საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას, ობიექტური შეფასების პირობებში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“
  3. ლევან მახაშვილი„საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად“
  4. ლევან მახაშვილი„ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს“