ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲡᲮᲕᲐ17 ᲛᲐᲠᲢᲘ13:45
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე

განცხადება · 168 ნახვა

„ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია – ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს“

არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება – რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.

„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.