„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს და მთლიანად ჩვენს სამშობლოს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია მეორის გარდაცვალებას.
თითქმის ნახევარი საუკუნე უწინამძღვრა ერის სულიერ გზას საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, ურთულესი გზა გაიარა და ალბათ ბევრისთვის შეუძლებელიც.
ჩვენმა უწმინდესმა შეძლო, სარწმუნოებრივად ყველაზე რთულ პერიოდში, ქართული ეკლესია ეპარქიების დონეზე, მთელს საქართველოში, ჩამოეყალიბებინა, რწმენა გაეძლიერებინა ერშიც და ბერშიც და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალია მოეპოვებენა.
განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ. მსოფლიო მასშტაბით, იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორც საქართველოს. ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო“,-წერს დიმიტრი ხუნდაძე.











