ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილს, სოციალურ ქსელში აფასებს.
ანჯაფარიძის თქმით, როცა სამძიმარსაც კი პოლიტიკური და მერკანტილური მომენტებით დატვირთავ, ნიშნავს, რომ ის ყალბია და არავინ მიიღებს.
“სამძიმარსაც რომ პოლიტიკური და მერკანტილური მომენტებით დატვირთავ, ნიშნავს, რომ ყალბია ეს სამძიმარი და არც არავინ მიიღებს. ეტყობა სალომე ზურაბიშვილის მორალური, მენტალური თუ პიროვნული დეგრადაცია ჯერ არ დასრულებულა.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
Facebook Comments Box











