კონგრესის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტი პემ ბონდისგან ითხოვს ჩვენებას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდა იუსტიციის დეპარტამენტი ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიებას და როგორ განკარგავდა მასთან დაკავშირებულ მილიონობით დოკუმენტს, იუწყება AP. აშშ-ის გენერალური პროკურორი სასამართლოში (საგამოძიებო მოსმენაზე) 14 აპრილს უნდა გამოცხადდეს.
იუსტიციის დეპარტამენტმა უწყებას „სრულიად უსარგებლო“ უწოდა და შეახსენა კომიტეტს, რომ კანონმდებლები მანამდეც იყვნენ მიწვეულნი დაურედაქტირებელი დოკუმენტების პირდაპირ გასაცნობად. უწყება ამტკიცებს, რომ ის მაქსიმალურად სწრაფად და კეთილსინდისიერად მოქმედებდა, მასალები განზრახ არ დაუმალავს და ყველა გამოვლენილ შეცდომას დაუყოვნებლივ ასწორებდა. მიუხედავად ამისა, 18 მარტს ბონდიმ და მისმა მოადგილემ, ტოდ ბლანშმა, კონგრესმენებისთვის დახურული ბრიფინგის ჩატარება გადაწყვიტეს.
პარალელურად, წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა სამერ ლიმ, ბონდის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დოკუმენტი წარადგინა. ლის ინიციატივას კიდევ ხუთმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. კანონმდებლები გენერალურ პროკურორს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და „ეპშტეინის ფაილების“ დამალვაში ადანაშაულებენ.











