საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი, საელჩოს სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, წერს საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი.
Facebook Comments Box











