ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Sea Horse-ს კუბაზე გადააქვს დაახლოებით 27 000 ტონა რუსული წარმოების გაზი, ხოლო გემს „ანატოლი კოლოდკინი“ — თითქმის 100 000 ტონა Urals-ის მარკის ნავთობი. ორივე გემის გადაადგილებას TankerTrackers.com-ისა და Kpler-ის ანალიტიკოსები აკვირდებიან,- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტანკერების კუბაზე ჩასვლას მომავალ კვირას ელოდებიან.
კუბისთვის, რომელმაც 16 მარტს მასშტაბური „ბლექაუტი“ (ელექტროენერგიის სრული გათიშვა) გადაიტანა, ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ენერგორესურსების პირველი მიწოდება იქნება. მანამდე კუნძულს ენერგომატარებლებს მექსიკა და ვენესუელა აწვდიდნენ.
ქვეყანა მწვავე ენერგეტიკულ დეფიციტს განიცდის, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა და მოსახლეობის უკმაყოფილება. ვენესუელასა და მექსიკის მიერ მიწოდების შემცირების ფონზე, რუსეთი კვლავ ხდება კუბის ძირითადი ენერგეტიკული პარტნიორი.











