პოლიტიკა

“აშშ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს” – საგარეო უწყება ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესებაზე

“აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

“ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი. 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე,” – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 18 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს B1/B2 კატეგორიის ვიზის აღებისას მოუწევთ სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა.

2026 წლის ორი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის სავალდებულო გარანტიის გადახდა მოუწევთ, თანხა კი სავიზო წესების დაურღვევლობის შემთხვევაში მოქალაქეს უკან დაუბრუნდება.

საგარანტიო თანხა, 5-დან 15 000 აშშ დოლარამდე, ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად დადგინდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა