პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია- რატომ უნდა მოთხოვო ინგლისურის სრულყოფილი ცოდნის დონე სხვას, როდესაც თავად ამერიკის პირველი ლედი “ კოჩავს”… უყურეთ მელანიას მიერ წაყვანილ სხდომას?…

ხათუნა ხოფერია პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის მიმართ განხორციელებული ბულინგის კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„არ ვაპირებ დაცვას… არც არის საჭირო! უბრალოდ, რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა:

1. ინგლისურის სხაპა- სხუპით ცოდნა სავალდებულოა?!

2. რატომ გადაწყვიტა პროტოკოლმა, რომ მიმართვა წაკითხულიყო უცხო ენაზე?!

3. ითვლება თუ არა მიმწვევი სახელმწიფოს პატივისცემად, როდესაც ამ სახელმწიფოს ენაზე აკეთებ მიმართვას?!( ჩვენ ხომ გვიხარია, როდესაც ჩიქორთულით გვეუბნებიან “ გამაჯობა საკათველო!”-ს. ან “მართმადიანს” გვეძახიან… ან “გამოკლევების” ჩატარებას გვირჩევენ…

4. აქვს თუ არა ადამიანს ემოციის, ნერვიულობის უფლება, უცხო გარემოში?! ან მიკროფონის კომპლექსზე თუ გაგიგიათ რამე?!

5. რატომ უნდა მოთხოვო ინგლისურის სრულყოფილი ცოდნის დონე სხვას, როდესაც თავად ამერიკის პირველი ლედი “ კოჩავს”… უყურეთ მელანიას მიერ წაყვანილ გაეროს რაღაც სხდომას?… უყურეთ… “ მოგეწონებათ”!!!

და ბოლოს… ისევ პირველი შეკითხვა:

ინგლისურის სხაპა- სხუპით ცოდნა აუცილებელია?! კონსტიტუციაში ხომ არ გადავხედოთ, კომუნისტებივით, სახელმწიფო ენის სტატუსს?!…“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა