პოლიტიკა

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება – არჩილ გორდულაძე

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა – ასე აფასებს მმართველი გუნდი შვედეთისა და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს. დიპლომატების კრიტიკა ელენე ხოშტარიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რაც ელჩებმა არაპროპორციულ და გაუმართლებელ ნაბიჯად შეაფასეს.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ დიპლომატების მხრიდან მართლმსაჯულების პროცესში მსგავსი ფორმით ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. მმართველ გუნდში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ელენე ხოშტარიამ თავად უარი თქვა კანონით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე, გირაოს გადახდაზე, რაც სამართლებრივად პროცესის სხვაგვარად წარმართვას შეუძლებელს ხდიდა. ამასთან, უმრავლესობაში ყურადღებას ამახვილებენ მის სამართლებრივ წარსულზეც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. მაგრამ, სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს ეს.

“არავითარი ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. მაგრამ, ეს სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს. თუ აქამდე ისინი ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ მაინც თავიანთი დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ასეთი შეფუთვებიც აღარ ხდება და პირდაპირ, ყველაფერი ხელის გულზე დევს. პირდაპირ ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე, სასამართლოზე. ამ გავლენის მოპოვების შედეგად, საკუთარი აგენტურა მოიყვანონ ხელისუფლებაში, რასაც ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია და რაიმე პრობლემა აქვს, არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები. თუ ესეც არ დააკმაყოფილებს, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 10:0 აგებს საქართველოს ინტერესების ყველა დამაზიანებელი სამართლებრივად სტრასბურგის სასამართლოში და შემდეგ ბოდიშის მოხდაც არავის არ უნდა. ჯერ ბოდიში მოიხადონ, როდესაც პოლიტიზებას ცდილობდნენ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების და სტრასბურგის სასამართლოში რომ დამარცხდნენ. ამის შემდეგ გამოვიდნენ და გააკეთონ განცხადებები”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა