პოლიტიკა

თეა თუთბერიძე- როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდის ადამიანი, თუ მას წლების დაგროვილი გამოცდილება არ აქვს, ნერვიულობს და ამაში სასაცილო არაფერია

სამოქალაქო აქტივისტი და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი თეა თუთბერიძე აშშ-ში თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს:

„ერმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებული Facebook-ზე გამოდებული კილომეტრიანი პოსტები, და მის პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე გადაღებული სელფები თამარ ბაგრატიონის ინგლისურზე ღლიცინით ჩაანაცვლა… თავიდან ბოლომდე მოვუსმინე რა ტექსტიც წაიკითხა ბაგრატიონმა და არ დამრჩენია შთაბეჭდილება რომ ინგლისური არ იცის. დარწმუნებული ვარ, თქვენგან განსხვავებით ვინც მას იმ აუდიტორიაში მოუსმინა, არავინ გაიცინებდა, რადგან როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდის ადამიანი, თუ მას წლების დაგროვილი საჯარო გამოსვლების გამოცდილება არ აქვს, ნერვიულობს და ამაში სასაცილო და დასაცინი არაფერია. მე თუ მკითხავთ, ამაზე სიცილი თქვენზე უფრო ბევრ რამეს ამბობს ვიდრე მასზე. გმადლობთ და ნახვამდის“.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა