უცხოური მედია

პიტ ჰეგსეთმა ილოცა აშშ-ის მტრების წინააღმდეგ ტყვიების „ზუსტი მოხვედრისთვის“

პიტ ჰეგსეთმა მონაწილეობა მიიღო პენტაგონში გამართულ პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ, იუწყება Associated Press (AP).

სააქტო დარბაზის სცენიდან მინისტრმა წაიკითხა ფსალმუნები, შემდეგ კი „გამარჯვებისკენ მიმართული “ ლოცვა, რომელიც, მისი თქმით, კაპელანმა ამერიკელ სამხედროებს ნიკოლას მადუროს დაკავებამდე წაუკითხა.

„გადმოიღვაროს რისხვა მათზე, ვინც ამაო საქმეებითაა დაკავებული და გაიფანტონ ისინი, როგორც ბზე ქარში. მიეცეს ამ დაჯგუფებას ძალადობის ნათელი და მართებული მიზნები <…>, ხოლო თითოეული ტყვია მოხვდეს ზუსტად სიმართლისა და ჩვენი დიადი ქვეყნის მტრებს“, — განაცხადა ჰეგსეთმა.

ღონისძიების წინა დღეს, პენტაგონის ხელმძღვანელმა გასცა განკარგულება, რომ კაპელანების ფორმიდან სამხედრო წოდების ნიშნები მოეხსნათ, რათა ხაზი გაესვას მათი „ღვთიური მოწოდების უპირატესობას“.

მსგავსი ღვთისმსახურებები პენტაგონის ხელმძღვანელის პირადი ინოვაციაა. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Americans United for Separation of Church and State უკვე შეიტანა სარჩელი აშშ-ის უწყებების კლერიკალიზაციასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ჰეგსეთს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და მოითხოვს პენტაგონის შიდა მიმოწერის გასაჯაროებას ღონისძიებების ღირებულებისა და თანამშრომლების შესაძლო საჩივრების შესახებ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა