ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:32
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 185 ნახვა

„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რეგიონებში ამორტიზებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ კითხვით მიმართა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანას შუა დერეფნის ფუნქცია აქვს და საერთაშორისო ტვირთების გატარება სურს, გზების ასეთი სავალალო მდგომარეობა მიუღებელია და პრესტიჟის საკითხიცაა.

„გუშინაც გავაკეთე განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. რეგიონში გზების კუთხით სამწუხარო რეალობა გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ აქ არ არის საუბარი სოფლების შიდა გზებზე. საუბარია ახალქალაქი-კარწახისა და ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მიმავალ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. ოთხი წელია, ეს გზები განადგურებულია. მოსახლეობა პერმანენტულად აპროტესტებს ამას და გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ. პროტესტს გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამორტიზებული გზა მხოლოდ ჩვენი შიდა პრობლემა არ არის. როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ასეთი ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. სად არის გამოსავალი? გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ. ლაშა ხუციშვილმა ზურაბ ქადაგიძის კითხვის პასუხად განმარტა, რომ გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ძირითადი ნაწილი ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებას, ხოლო დარჩენილი თანხა შიდასახელმწიფოებრივი გზების მოწყობას მოხმარდება. მინისტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, საიდანაც 100 მილიონი ლარი ხაშური-ახალციხის მონაკვეთისთვის გამოიყოფა. ასევე, მომდევნო წელს დაიწყება კარწახის გზის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა უკვე გამოყოფილია.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
  3. ზურაბ ქადაგიძე„5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“
  4. ზურაბ ქადაგიძე„საზოგადოებამ იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი და რას აკეთებს ის ქვეყნისთვის და ამავე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ისიც, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა“