პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფსთეითი“ მართავს ყველაფერს- „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ, საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით. 

განცხადების თანახმად, კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან. ჩერგოლეიშვილის განცხადება კი, მათი შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციისთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ, უცხოელი პატრონები არიან. 

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.

რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.

ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან — მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება.“ – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტი „დიფ სთიეთის“ მიერ მლიქვნელური პოლიტიკის გატარების დაწყებას გულისხმობს, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა. 

„ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტი, სხვადასხვა ფორუმზე შემდგარი კომუნიკაცია, ღონისძიებებზე მიწვევა თუ სატელეფონო საუბრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს და ამცირებს ხელისუფლებაზე ამ კუთხით არსებულ წნეხს.

აშკარაა, რომ ამგვარი მეთოდებით მოქმედება სწორედ „დიფ სთეითის“ ხელწერაა, რომელმაც ამჯერად საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა. ეს ყველაფერი კი, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა მორიგი კატასტროფით დასრულდეს.

„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კომფორტზე კი არა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე უნდა იფიქროს და არ წამოეგოს ამ სატყუარას. რადგან ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც „დიფ სთეითისგან“ იმართება, თუ დღეს აშშ-დან წამოსულ ამ სიგნალებს დაჰყვებიან, ხვალ, როცა ევროკავშირიც მსგავსი ტიპის პოლიტიკას დაიწყებს, მათთან მიმართებითაც არა პრინციპულ, არამედ ხელისუფლებისთვის კომფორტულ, დამყოლ პოზიციას აირჩევენ.

ფაქტია, ამგვარი მიდგომები ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვით იქნება განპირობებული და ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული.

ამ ყველაფრის გააზრება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ფონზე, რომ სრული სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ ებრძვის. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, თანაც საკმაოდ აქტიურად და ამის ნიშნები უკვე აშკარად იკვეთება.

მეტიც, სწორედ დონალდ ტრამპია „დიფ სთეითის“ მმართველობის პირდაპირი გამოხატულება, „დიფ სთეითის“ რეალური სახე, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს — საჯაროდ აცხადებს, რომ „მშვიდობის მტრედია“, მაშინ, როდესაც ომს-ომზე აჩაღებს და საკუთარი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკით, ქმედებებით, დამოკიდებულებითა და მანერებითაც კი ყველანაირ წესრიგს „დიფ სთეითის“ გეგმას არგებს.

ფაქტია, ტრამპი ომის გამჩაღებელია, ხოლო მართვითა და გამგეობით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს!

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა