ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.
„მე ბუნდოვანებასთან მაქვს პრობლემა. ბუნდოვანება არ მიყვარს პოლიტიკაში. უნდა გამოჩნდეს რეალური ალტერნატივა პოლიტიკური და ვიქნები ისეთ რამეში, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივად არ წარმოვაჩენ ხალხს, რომლებსაც ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „პოლიტიკური ლეში“, ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „ბებერი სუტენიორები“, ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „კეზერას ჯუჯალარები“ , ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „მორალატეები და გაყიდულები“ და ამასთან ერთად, რომ ეს არის ალტერნატივა, ამას ხალხს არ ვეტყვი. ჩემი პოლიტიკური მიზანი იქნება ეს, რომ იმ ხალხთან ერთად ვიქნები, ვინც ამ ხალხს ეტყვის, რომ რა არის მართლა რეალური ალტერნატივა ხედვისაც და ფორმისაც. ასეთი ალტერნატივის ნაწილი უეჭველად არ ვიქნები და როგორც კი ბუნდოვანებას შეეცდება ასეთი ტიპის ალტერნატივა, ყოველთვის ვისაუბრებ. თუ ვინმეს ჩემი საუბარი აღიზიანებს, როგორც ადრე შეეძლო, შეიძლება საკუთარი კომუნიკაციების არხები დამიხურეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვისაუბრებ და ამას ვერავინ დამიშლის. მე ვარ გაბრაზებული აფერისტობაზე და ცინიზმზე, როცა ადამიანებს შეუძლიათ ერთი კვირის წინ ერთმანეთს გაყიდული, მოღალატე ეძახონ”-განაცხადა ცოტნე კობერიძემ.











