პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ- რა ნახეს ისეთი, რითიც დააკნინეს ირაკლი კობახიძე?

x

 

მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ,  –  წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას. 

ფოჩხუას თქმით, გაუგებარია, რა ნახეს ოპონენტებმა ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის ფოტოებზე ისეთი, რითაც ირაკლი კობახიძის დაკნინებას შეეცადნენ. 

“მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ. და რა ნახეს ამ ფოტოზე ისეთი, რითაც დააკნინეს ირაკლი კობახიძე, რა შეატყვეს ასეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრად აგდებს ირაკლის, მე მგონი პირიქითაა, პრემიერი დაპატიჟებული იყო  მნიშვნელოვან სადილზე, რომელიც იმართებოდა ჰეიდარ ალიევის პატივსაცემად, ვიწრო წრეში, ასე რომ სულ ტყუილად წვალობთ, როგორც ჩემი საყვარელი ბებო იტყოდა, ყურებზე ხახვი არავის დააჭრათ,” – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა